Saturday, October 24, 2015

პროექტის იდეა

ჯანსაღი კვება აქტუალური თემაა, რადგან არსებობს ბევრი გენმოდიფიცირებული საკვები.არაჯანსარი პროდუქტების შესაცნობად მოსწავლეები გამოიკვლევენ მათ არსებობას და რაოდენობას. დაადგენენ რა პრობლემას იწვევს არაჯანსარი საკვები და მოძებნიან ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. იმსჯელებენ ინგლისურად.იმუშავებენ გუნდურად და შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით შექმნიან მიზნობრივ გეგმებს.მოამზადებენ ბუკლეტებს ინგლისურ და ქართულ ენებზე სწორი კვების შესახებ და გაავრცელებენ მოსახლეობაში.უყურებენ ვიდეო ფილმებს ინგლისურ ენაზე ჯანსაღი კვების შესახებ.იმსჯელებენ ინგლისურად,რითაც განუვითარდებათ უცხოურ ენაზე მსჯელობის უნარი.შექმნიან ინგლისურ -ქართულ ლექსიკონს შესაბამის თემასთან დაკავშირებით და გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს.

No comments:

Post a Comment